სადღაც ფიქრებში დარდის მდინარე მიჰქრის,
და ოცნებებში ქარი სიყვარულს ქარგავს,
ძალა დავკარგე,ძალა დავკარგე ფიქრის
და ჟამის ცეცხლში ამ სიყვარულსაც ვკარგავ.
ტრფობის ქარცეცხლში ჩვენი წარსული იწვის
და ყინულივით ეს სიყვარულიც დნება,
ძველ გრძნობის ქარებს ფერი ედებათ სიძვის,
და სულის კლდეზე ღრმა ნაორალები ჩნდება.
შენ აჩრდილივით დაეხეტები ჩემში,
გულის კედლებზე გრძნობებს ფრესკებით ამკობ,
ჩემი გული კი ცივი, უგრძნობი ლეში,
ყოველ საღამოს,ყოველ ცისმარე გნატრობს.
სევდით დაჭრილი დაბორიალობ ფიქრში,
ჩვენი გრძნობების თეთრი სულები კვდება,
და ჩემს წიაღში გამეფებული ნისლით
ვხვდები რომ ჩვენი გზაჯვარედინი ქრება.
ვიცი ოდესღაც გადაიკვეთა გზები,
ჩემი ფიქრებით მსურს შენი გული ვიყო,
ეს კალაპოტი შენ ამომივსე სევდით,
ეს სიყვარულიც მკვდარი ოცნება იყო.
ადრე გიყვარდი,ახლა შორიდან მიმზერ,
ცრემლის წვიმები მაინც ბევრია ცაში
მე მეყვარები,ახლა მიყვარხარ ისევ,
ახლაც მიყვარხარ,როგორც მიყვარდი მაშინ.
2011.19.03
Комментариев нет:
Отправить комментарий